რეკლამა

60 000-ზე მეტ აბონენტს ქუთაისში წყალმომარგება შეეზღუდება

60 000-ზე მეტ აბონენტს ქუთაისში წყალმომარგება შეეზღუდება

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქვიტირის სატუმბ სადგურზე 1000 კუბიანი რეზერვუარის მშენებლობის გამო, 29 თებერვლის 07:00 საათიდან 1 მარტის 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროსა და ტელეანძის მიმართულებებს, ჯამში 60 000-ზე მეტ აბონენტს.

"რეზერვუარის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის რეზერვუარისა და სამტრედიის წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს. 

ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://water.gov.ge/page/map 

24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 2 93 00 00

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკოფორტის გამო,"-აცხადებენ კომპანიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები