TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში გიორგი არაბიძის სოლო კონცერტი გაიმართა

ქუთაისში გიორგი არაბიძის სოლო კონცერტი გაიმართა

ქუთაისში გიორგი არაბიძის სოლო კონცერტი გაიმართა

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში  გიორგი არაბიძის სოლო კონცერტი გაიმართა ( პედაგოგი: ლედა კანკავა) კონცერტზე  შესრულდა ბახის, მოცარტის, შოპენის, სკრიაბინის ნაწარმოებები. ასევე, ახალგაზრდა მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარი ნაწარმოებებით წარსდგა.

 გიორგი არაბიძე მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის წარმატებული მოსწავლეა. იგი არაერთი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია. 2012 წლიდან  2025 წლამდე სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების აღსაზრდელი იყო  ლედა კანკავას კლასში. ამჟამად სასწავლებელშივე ეუფლება  ქორმაისტერის სპეციალობას საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების პედაგოგის,  ირინე ლომინაძის კლასში. მ/წელს გიორგი არაბიძე ასრულებს სასწავლებელს და სწავლას გააგრძელებს  ესპანეთში, ბარსელონის კონსერვატორიაში  საფორტეპიანო განყოფილებაზე.

 გიორგი არაბიძის წარმატებები: 
☑️ მ. ბალანჩივაძის სახელობის I ეროვნული კონკურსი (ფორტეპიანო, საქართველო, 2015) - სპეციალური პრიზი - „ჟიურის სიმპათია“
☑️ ფ. შოპენის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა მე-6 საერთაშორისო კონკურსი (ფორტეპიანო, საქართველო, 2021) - სპეციალური პრიზი - „ხელოვნება“
☑️ სენაკის საქალაქო ხელოვნების ფესტივალი (ფორტეპიანო, საქართველო, 2021-2022) - „ლაურეატის წოდება“
☑️ თ. ამირეჯიბის სახელობის VIII საერთაშორისო კონკურსი (ფორტეპიანო, საქართველო, 2022) - მეორე პრიზი
☑️ მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა მესამე საერთაშორისო კონკურსი - (ფორტეპიანო, საქართველო 2022) - მე-2 პრიზი, სპეციალური პრიზები - „არტისტიზმი“, „შოპენის ეტიუდის საუკეთესო შესრულება“, „აღმასრულებელი ფორმის საუკეთესო შესრულება“
☑️ ვ. ა. მოცარტის მე-8 საერთაშორისო კონკურსი (ფორტეპიანო, საქართველო 2023) - პირველი პრიზი
☑️ მეთერთმეტე საერთაშორისო კონკურსი „მუსიკალური ფეიერვერკი ბადენ-ვიურტემბერგში“ (ფორტეპიანო, გერმანია 2023) - პირველი პრიზი, ლაურეატის წოდება
☑️ჟ. ბიზეს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი (კომპოზიცია, დიდი ბრიტანეთი 2024) - პირველი პრიზი, სპეციალური პრიზი - „შესანიშნავი ტექნიკა“
☑️ ო. თაქთაქიშვილის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი (კომპოზიცია, საქართველო 2024) - მე-2 პრიზი, სპეციალური პრიზი - „საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზი“
☑️ლონდონის ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი (კომპოზიცია, დიდი ბრიტანეთი 2024) - პირველი პრიზი, სპეციალური პრიზი - „ფანტასტიკური ტექნიკა“
☑️ გლობალური გენიოსების მუსიკალური კონკურსი (კომპოზიცია, დიდი ბრიტანეთი 2024) - პირველი პრიზი
☑️ ერვინ შულჰოფის სახელობის საერთაშორისო კომპოზიციების კონკურსი (ავსტრია 2025) - „სერთიფიკატი გამორჩეული ნიჭისთვის“
☑️ პოლ ბადურა-შკოდას სახელობის მესამე საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი (კამერული მუსიკის კომპოზიცია, ვენა 2025) - „საპატიო პრიზი“.

 ასევე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლის პერიოდში  გიორგი არაბიძე  აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასებში. (ელისო ვირსალაძე, ნელსონ გერნერი, ეთერი ანჯაფარიძე, პასკალ ნემიროვსკი, გიორგი ვაჩნაძე, მიშელ ბეროფი, ლუი შვიცგებელი, გიორგი ჭიჭინაძე, მანანა გოცირიძე, მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კანდელაკი, ნინო გურევიჩი, ელისო ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, ედიშერ სავიცკი, გიგლა ქაცარავა, ალექსანდრე კორსანტია და ა.შ.)

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu