რეკლამა

საჩხერის სოფელ სხვიტორში მეწყერი ჩამოწვა

საჩხერის სოფელ სხვიტორში მეწყერი ჩამოწვა

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ძლიერმა ქარმა, თოვლისა და წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში. ამ დრომდე შეფერხებით ხდება სასმელი წყლის, ელექტროენერგიის და ინტერნეტის მიწოდება. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მოტეხილმა ხეებმა ჩაკეტა შიდა საუბნო გზები, უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარეების ადიდება,  რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესი. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში მეწყრული პროცესის განვითარებამ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. გზის გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო შესაბამისი ტექნიკის საშუალებით. 

ადგილზე იმყოფებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

"ამ დროისათვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა მალე აღსდგება. ეს გზა დაბა კვერეთისკენ მიდის და შემთხვევას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია. ყველა ლოკაციაზე, სადაც შეიქმნა პრობლემები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“-ლევან ივანაშვილი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები