რეკლამა

კურორტ საირმის გზაზე მოძრაობა აღდგა

კურორტ საირმის გზაზე  მოძრაობა აღდგა

იმერეთში, კურორტ საირმის მიმართულებით გადაადგილება აღდგა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, კურორტის მიმარტულებით გადაადგილება პარალიზებული იყო. 

სოფელი ნერგეეთი ბაღდათისა და კურორტ საირმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარეობს. სოფელში,  მთიდან წამოსულმა მეწყრულმა მასამ 4 სახლი დაფარა. მეწყერის ქვეშ მოყოლილი 10 ადამიანიდან ერთი ცოცხალი იპოვეს, 8 გარდაიცვალა, ხოლო 1-ს მაშველები მეორე დღეა ძებენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები