TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარმატებულ კურსდამთავრებულებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარმატებულ კურსდამთავრებულებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარმატებულ კურსდამთავრებულებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარმატებულ კურსდამთავრებულებს ფინანსურად დააჯილდოებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის წარმატებული კურსდამთავრებულები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფინანსური წახალისება 33 წარმატებულ კურსდამთავრებულს შეეხება. მათ შორის, 30 ოქროს მედალოსანს 1000 ლარი, ხოლო 3 ვერცხლის მედალოსანს 700 ლარი გადაეცემა.

„ჩვენთვის თითოეული წარმატებული ახალგაზრდის დაფასება მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერა ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას და ახალი მიზნების დასახვას. გვჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ღირსეულად წარმოაჩენენ“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu