TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი "ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია

ქუთაისი "ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია

ქუთაისი "ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია

ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის (ACES Europe) საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე “ქუთაისისთვის ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის  სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს.

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის  სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისია ქუთაისს შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით ეწვია.

შეხვედრაზე საექსპერტო კომისიის წევრებს ქუთაისის შესახებ პრეზენტაცია  წარუდგინეს და ქუთაისის ტრადიციები და შესაძლებლობები გააცნეს. სტუმრები ასევე გაეცნენ ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას.
შეხვედრას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu