ქუთაისში გიზო კაკაურიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

ქუთაისში გიზო კაკაურიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ,  მსახიობ ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძის ვარსკვლავი გაიხსნა. 

საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრის, სატირისა და იუმორის თეატრის დამაარსებლის გიზო კაკაურიძის ვარსკვლავი მისივე მშობლიური თეატრის წინ, მსახიობის განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ღვაწლის  დაფასებაა.

ვარსკვლავის გახსნამდე,  მესხიშვილის თეატრში გაიმართა გიზო კაკაურიძის შემოქმედებითი საღამო,  რომელსაც  ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო. 

„ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის  წინ მსახიობ გიზო კაკაურიძის ვარსკვლავი გაიხსნა. სათანადო პატივი მივაგეთ ადამიანს, რომელიც არამხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს უყვარს. დიდია ბატონი გიზოს დამსახურება ქართული თეატრის წინაშე. მინდა  მივულოცო მას ეს  აღიარება! დიდხანს და მხნედ გვყავდეს!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები