TOPNEWS » მთავარი თემა » როგორ აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის იუბილეს?

როგორ აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის იუბილეს?

როგორ აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის იუბილეს?

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლისდაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, აეროპორტშისაიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება იმართება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.

VISA-ს მხარდაჭერით, მთელი დღის განმავლობაში მგზავრების განწყობაზე ზრუნავს DJ, ასევე დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია დაბადების დღის კვირეულისადმი მიძღვნილი დრამერების მონაწილეობით პერფორმანსი.

და მთავარი სიურპრიზის - ორმხრივი ავიაბილეთის გათამაშება ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულებით. გამარჯვებული მგზავრი,  დღეს, მემინგენის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე, გაფრენამდე გამოვლინდება.

რაც შეეხება აეროპორტის ისტორია,13 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საჰაერო ხომალდების სადგომები, ახალი ტერმინალი და ახალი სანავიგაციო კოშკურა.

საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპაში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია.

13 წლის განმავლობაში აეროპორტის არსებული ტერმინალი 6-ჯერ გაფართოვდა,არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა კი სრულად განახლდა.

2023 წელი არსებობის მანძილზე დავით აღმაშენებლისსახელობის აეროპორტისთვის ისტორიული იყო, და წლის ჭრილში პირველად მიიღო მილიონ 700 ათასამდე მგზავრი. 13 წლის განმავლობაში, გახსნიდან დღემდე,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,8 მლნ მგზავრზე მეტა და 30 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.

ამ ხნის განმავლობაში, აეროპორტში კვებისა და სხვა სერვისების კუთხით შემოვიდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები.აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, დაინიშნა კომფორტული შათლ ბასები, აეროპორტთან 1,6 კმ-ში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებული რკინიგზის სადგურს და მგზავრებს რამდენიმე წელია რკინიგზიდანქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისტერმინალამდე და პირიქით, ასევე შათლ ბასები ემსახურება.

განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდათვითმფრინავის სადგომების,ბაქნის  მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული e gate გასასვლელები, როგორც მოფრენის ისე გაფრენის დარბაზებშია აეროპორტის გამართული ოპერირებისთვის საჭირო სხვა თანამედროვე სერვისები.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად ახალი, 3, 5 კმ. ნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.რისი დასრულების შემდეგაც აეროპორტი დიდიზომისსამგზავრო და სატვირთო საჰაეროხომალდებისმიღებას,შეზღუდვებისგარეშეშეძლებს, გაფრენის დარბაზში კიმიმდინარეობს ბიზნეს ლაუნჯის მოწყობა, რომელიც მგზავრებს დეკემბრიდან მოემსახურება.

მ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.

დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში, აეროპორტის პარტნიორი ობიექტები25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უკეთებენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu