TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილე და მეტალურგის პროფესიული დღე აღნიშნეს

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილე და მეტალურგის პროფესიული დღე აღნიშნეს

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილე და მეტალურგის პროფესიული დღე აღნიშნეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი  ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილესა და მეტალურგის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. 

მუნიციპალიტეტის მერმა მეტალურგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

"მეტალურგის დღის აღნიშვნა ჩვენი ქალაქისთვის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც ქართული შენადნობებისა და ელექტრო მეტალურგიის განვითარებას უკავშირდება. ვულოცავ ყველა მეტალურგს და კეთილდღეობას, წარმატებებს და პროფესიულ განვითარებას ვუსურვებ", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

ვახტანგ ღამბაშიძემ, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის  ხსოვნას. 

ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილესთან და მეტალურგის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ქარხნის N4 საამქროში 28-ე ღუმელი გაიხსნა. ქარხნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეტალურგები დაჯილდოვდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu