9 ნოემბერს საჩხერეში ქალაქის დღესასწაული-“საჩხერელობა” აღინიშნება.
ღონისძიების პროგრამა ასეთია:
13:00 საათი-ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალის საზეიმო გახსნა (ქ. საჩხერე, ივ. გომართლის ქუჩა 50ა)
15:00 საათი-პატივგების ცერემონია აკაკის ძეგლთან; საჩხერის რკინიგზის სადგურის მოედანი (კოსტავას ქუჩა)
15:30 საათი-პატივგების ცერემონია მუხრან მაჭავარიანის ბიუსტთან; (მუხრან მაჭავარიანის სკვერი; მ. მაჭავარიანისა და თავისუფლების ქუჩის გადაკვეთა);
16:00 საათიდან, თავისუფლების ქუჩაზე-სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;
საბავშვო-გასართობი სივრცე-ატრაქციონები, ანიმატორები, ცოცხალი ქანდაკებები, მიმები, ოჩოფეხები, სახის მოხატვა, საპნის შოუ, დრამერების შოუ;
სამოყვარულო სპორტული თამაშობები-ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი;
საჩხერის სასპორტო სკოლის საჩვენებელი შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და კრივში;
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი-,,საჩხერე-მსოფლიოს
სპორტულ რუკაზე 4 ოლიმპიური ოქროს მედლით“.
სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები
ნორჩ მხატვართა, რეწვის ოსტატების, ფოტო გამოფენები, მუზეუმების გამოფენები;
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდი და საშტატო შეიარაღება, სამაშველო ტექნიკის გამოფენა;
ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
სამეწარმეო მარკეტი
იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა;
ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
18:00 საათი-საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია;
დასკვნითი საზეიმო გალა კონცერტი მუსიკალურ ბენდ ,,მიქსტურა“ და მარიამ შენგელიას მონაწილეობით;
საზეიმო ფოიერვერკი.