TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში "ტორპედო 2" იქმნება

ქუთაისში "ტორპედო 2" იქმნება

ქუთაისში "ტორპედო 2" იქმნება

ახალი სეზონიდან "ტორპედო 2" შეიქმნება, რომელიც ასპარეზობას მეხუთე ლიგიდან დაიწყებს. "ტორპედო 2"-ის საშუალებით აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება. 

კლუბის ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელად გიორგი გრძელიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, მის ასისტენტად კი - შოთა ბაბუნაშვილი. 

"ტორპედოში" დაბრუნდნენ კლუბის ვეტერანები ზურაბ იონანიძე და იურა კვერნაძე, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ჩაერთვებიან კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექციასა და სკაუტინგში; ამავე მიმართულებით აკადემიის საქმიანობაში,"-აცხადებენ "ტორპედო"-ში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu