TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის თეატრში მიმდინარე ფესტივალზე 13 გამარჯვებულს გამოავლენენ

ზესტაფონის თეატრში მიმდინარე ფესტივალზე 13 გამარჯვებულს გამოავლენენ

ზესტაფონის თეატრში მიმდინარე ფესტივალზე 13 გამარჯვებულს გამოავლენენ

ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში პირველი კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი „უშანგი“ გაიხსნა.
ზესტაფონის თეატრმა წელს 85-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი უილიამ შექსპირის "ჰამლეტით” გახსნა, რომელიც რეჟისორმა ვატო ჯუღელმა დადგა.
ფესტივალის მონაწილეები არიან: გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთავის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ფესტივალს 13 გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა ნომინაციებში, რომელსაც სპეციალურად შექმნილი, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
ფესტივალი 5 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია არიან.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu