განათლების მინისტრი ქუთაისში, კოლეჯ “იბერია”-ში იმყოფებოდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთის რეგიონში კოლეჯ "იბერიას" ესტუმრა, სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა კოლეჯების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლებლის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კოლეჯის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს კოლეჯების დაფინანსებას.
კოლეჯი მსურველებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. სასწავლებელში ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ირიცხება, რომლებიც სასურველ პროფესიას უმოკლეს დროში ეუფლებიან.
გივი მიქანაძის ინიციატივით, კოლეჯების დირექტორებთან და თანამშრომლებთან შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება.





