რეკლამა

იმერეთის სკოლაში მოსწავლემ საკუთარ თავს მუქარის წერილი დაუწერა

იმერეთის სკოლაში მოსწავლემ საკუთარ თავს მუქარის წერილი დაუწერა

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის ბულინგის საქმის ხმაურიანი გაგრძელება.

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მეცხრე კლასის მოსწავლემ, რომელიც ამბობდა, რომ სკოლაში აბულინგებდნენ, წერილი, რომელშიც  მის მიმართ  თვითდაზიანებების მიყენების მოთხოვნაზე იყო საუბარი, თავად დაწერა.

მეცხრე კლასის მოსწავლის ოჯახმა და უფლებადამცველმა დახმარების თხოვნით მედიას მიმართეს. მათი თქმით, აუცილებელი იყო საქმეზე გამოძიების დაწყება და სკოლის ადმინისტრაციის პასუხისგებაში მიცემა.

არსებული ინფორმაციით, მეცხრე კლასელმა გოგონამ პოლიციაში გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ მუქარის  შემცველი წერილი თავად დაწერა, რაც მოგვიანებით ექსპერტიზამაც  დაადასტურა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები