რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი მგზავრების ნაწილმა საავადმყოფო დატოვა, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შემთხვევა 23 მაისს, ამბროლაურის სოფელ ჭელიაღელესთან მოხდა. როგორც ცნობილია, თბილისიდან რაჭის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ასაკოვანი ქალბატონი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 მგზავრი ამბროლაურის რაიონულ საავადმყოფოში შეიყვანეს.
ამბროლაურის საავადმყოფოდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა.
ამ დროისთვის ამბროლაურის საავადმყოფოში ორი პაციენტი რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სამედიცინო
დაწესებულებას დღეს დატოვებენ.