TOPNEWS » მთავარი თემა » ბლოკჩეინი და ფინანსური ინსტიტუტები

ბლოკჩეინი და ფინანსური ინსტიტუტები

ბლოკჩეინი და ფინანსური ინსტიტუტები


ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქართული კრიპტო ბაზარი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) სექტორის ფორმირებაზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაა. მოდით ვნახოთ, როგორ იყენებენ კომპანიები ბლოკჩეინ ტექნოლოგიას პრაქტიკაში და რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული მისი დანერგვა.

ბლოკჩეინის დანერგვა B2B სექტორში
ბლოკჩეინ ტექნოლოგია უბრალოდ მორიგი ხმაურიანი ტერმინი არ არის — ეს არის პრაქტიკულად გამოცდილი, რევოლუციური ინსტრუმენტი B2B კომპანიებისთვის. ბოლო კვლევამ, რომელიც ჩატარდა Ripple-ისა და აშშ-ის სწრაფი გადახდების საბჭოს (Faster Payments Council) ინიციატივით და მოიცავდა 100-ზე მეტ გადახდების მიმართულების მენეჯერს, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40% უკვე აქტიურად იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საკუთარი საქმიანობის პროცესებში.

გარდა ამისა, 37%-მა უკვე დანერგა ბლოკჩეინი B2B ტრანზაქციებისთვის, რაც მიუთითებს ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობასა და მზარდ აღიარებაზე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბიზნეს-სივრცეში.

ბლოკჩეინი ძირითადად გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით:
– მომარაგების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაზრდა;
– ციფრული იდენტობის სწრაფი და სანდო ვერიფიკაცია;
– კონტრაქტების ავტომატიზებული შესრულება ჭკვიანი კონტრაქტების (smart contracts) მეშვეობით;
– სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანი საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება.

Kraken-ის ინსტიტუციური პლატფორმა
Kraken, ერთ-ერთი პოპულარული კრიპტო ბირჟა, ცოტა ხნის წინ სტრატეგიულად გადაერთო მომსახურებების გაფართოებისკენ, განსაკუთრებული აქცენტით ინსტიტუციურ ინვესტორებზე. ეს ნაბიჯი Kraken-ს ისეთ მსხვილ პლატფორმებთან კონკურენტულ პოზიციაში აყენებს, როგორიცაა WhiteBIT-ის B2B კრიპტო ბირჟა და Coinbase.

აქტივების მმართველებზე, ჰეჯ-ფონდებსა და მაღალი შემოსავლის მქონე პირებზე ორიენტირებული Kraken მიზნად ისახავს ისეთი ინდივიდუალურად მორგებული სერვისების შეთავაზებას, რომლებიც სრულად პასუხობს ინსტიტუციური კლიენტების კომპლექსურ საჭიროებებს.

ინსტიტუციური პლატფორმების მიმართ მზარდი ტენდენცია ასახავს ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების ინტერესსა და აღიარებას კრიპტო ვალუტების მიმართ, რაც მიუთითებს კრიპტო ბაზრის თვალსაჩინო განვითარებაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

Telegram და ბლოკჩეინი
Telegram — სოციალური მედიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე — აპირებს რეკლამის პლატფორმის რევოლუციას თავისი ბლოკჩეინით, TON-ის მეშვეობით. ახალი პლატფორმა საშუალებას აძლევს Telegram-ის არხის მფლობელებს, შეიტანონ მონეტიზაციის მექანიზმები და უშუალოდ TON ტოკენების გამოყენებით ითანამშრომლონ რეკლამის დამკვეთებთან.

Telegram გლობალურად ხსნის ამ სერვისს, რომელიც შესაძლოა ციფრული ეპოქის რეკლამის ახალ სტანდარტად ჩამოყალიბდეს. ინიციატივა მომხმარებლებს სთავაზობს რეკლამის განთავსების გამჭვირვალე და ეფექტურ მექანიზმს — რომელიც, ერთის მხრივ, აჯილდოებს კონტენტის შემქმნელებს, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას.

ბლოკჩეინის დანერგვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური საკითხები
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკოლოგიურ ზემოქმედებას — განსაკუთრებით ენერგომოხმარებით გამორჩეულ Proof-of-Work (PoW) მექანიზმთან დაკავშირებით.

თუმცა ინდუსტრია თვალს არ ხუჭავს ამ პრობლემაზე. ის გადადის უფრო მდგრად Proof-of-Stake (PoS) მოდელზე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას და დაახლოევბულია გლობალურ ეკოლოგიურ ინიციატივებთან.

ეს პოზიტიური ტენდენცია ოპტიმიზმს აჩენს ბლოკჩეინის მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით B2B სექტორში. მისი ინტეგრაცია B2B სექტორში ხაზს უსვამს ტექნოლოგიის მრავალმხრივ და ადაპტირებად ბუნებას. აღნიშნული პროგრესი მხოლოდ ტრადიციული ბიზნეს-მოდელების ტრანსფორმაციას კი არ გულისხმობს, არამედ საფუძველს უყრის უფრო გამჭვირვალე და ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ ბაზარს. არსებული ტენდენციები აყალიბებს ეკონომიკურ ლანდშაფტს და ხსნის გზას ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქისთვის, რომელსაც ბლოკჩეინი განაპირობებს.

 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu