TOPNEWS » მთავარი თემა » რაჭაში სატყეო სამსახურები ახალ შენობებში იმუშავებენ

რაჭაში სატყეო სამსახურები ახალ შენობებში იმუშავებენ

რაჭაში სატყეო სამსახურები ახალ შენობებში იმუშავებენ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს.

ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა  ონში, ცაგერსა და ლენტეხში დასრულდა, ხოლო წლის ბოლომდე ამბროლაურშიც დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით კი, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და  შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა სატყეო სააგენტოს  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 
 
“საქართველოს რეგიონებში სატყეო სამსახურების გაძლიერების და მოსახლეობისთვის  სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, აშენდა ახალი შენობები,  გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას“, -  აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu