რეკლამა

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის აეროპორტში გაივლიან

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის აეროპორტში გაივლიან

ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ მოაწერეს. 

მემორანდუმის თანახმად, აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, თანხმდებიან შეუწყონ იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით, არაფორმალური მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის განვითარებას.

პირველ ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანება მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის, შეიმუშავებს „საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების“ სასწავლო კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაივლიან.


ტეგები:

Facebook - კომენტარები