პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდების ინიციატივითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით დაფუძნდა.
"შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრას და ახალგაზრდა კანდიდატების განვითარების ხელშეწყობას საერთო არჩევნებისთვის,"-აცხადებენ პარტიაში.