TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში გზების წმენდა და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში გზების წმენდა და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში გზების წმენდა და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მოსულმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ორი დღეა ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე, საუბნო საავტომობილო გზები, თუმცა გადაუღებელი ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტი კვლავ შეფერხებით გადაადგილდება.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე, კერძო სექტორიც.

სამუშაოების მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები ახორციელებენ.

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია პერიოდულად არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu