TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში ომის ვეტერანთა მუზეუმი განახლდა

სამტრედიაში ომის ვეტერანთა მუზეუმი განახლდა

სამტრედიაში ომის ვეტერანთა მუზეუმი განახლდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ომის ვეტერანთა განახლებული მუზეუმი სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ დაათვალიერა. მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე  მებრძოლთა გმირობას ასახავს. 

„მუზეუმის განახლება არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავგანწირვით დაიცვეს ჩვენი მომავალი. თვითმმართველობა გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ისტორიული მეხსიერება დაცული და დაფასებული იყოს,“ – განაცხადა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო ბაშში არსებული ომის მსხვერპლთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu