ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოები წუხელ, გვიან ღამით, ე.წ. ბალახვნის ხიდის ხიდიდან დაიწყეს. 

“საშინელება იყო.  მოაჯირზე მჯდარა, მანქანას გაუჩერებია, უპასუხა არაფერიაო. მერე გოგოებმა ჩაუარეს, არ იცნობდნენ, მოიკითხეს და უპასუხა- ნუ გეშინიათ, გადახდომას არ ვაპირებო. გასული არ იყვნენ, ეგრევე გადამხტარა,”-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები