რა როლი ექნება ქუთაისს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე საქართველოს გაძლიერებაში?
ქუთაისში მალე ახალი ტექნოლოგიური ეპოქა იწყება!
საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა სულ მალე ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაიქმნება — ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სტრატეგიულ სივრცედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში. ჰაბი გააერთიანებს განათლებას, კვლევა-განვითარებას, სტარტაპებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და საერთაშორისო IT სექტორს ერთ თანამედროვე ეკოსისტემაში.
რას მოიცავს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი?
ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს; თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს; TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს; სტარტაპებისა და მეწარმეობის სივრცეებს; საერთაშორისო IT კომპანიების ოფისებს; Growth Hub-სა და ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს.
ქუთაისი — რეგიონული ტექნოლოგიური ცენტრი: სივრცე, სადაც იდეები გადაიქცევა ინოვაციებად და საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.





