TOP-NEWS.GE / რა როლი ექნება ქუთაისს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე საქართველოს გაძლიერებაში?

რა როლი ექნება ქუთაისს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე საქართველოს გაძლიერებაში?

ქუთაისში მალე ახალი ტექნოლოგიური ეპოქა იწყება!

საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა სულ მალე ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაიქმნება — ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სტრატეგიულ სივრცედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში. ჰაბი გააერთიანებს განათლებას, კვლევა-განვითარებას, სტარტაპებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და საერთაშორისო IT სექტორს ერთ თანამედროვე ეკოსისტემაში.

 რას მოიცავს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი?

 ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს; თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს; TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს; სტარტაპებისა და მეწარმეობის სივრცეებს;  საერთაშორისო IT კომპანიების ოფისებს; Growth Hub-სა და ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს.

ქუთაისი — რეგიონული ტექნოლოგიური ცენტრი: სივრცე, სადაც იდეები გადაიქცევა ინოვაციებად და საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.

გუშინ, 14:01
უკან დაბრუნება