TOPNEWS » მთავარი თემა » 26 მაისს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება
26 მაისს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტი 19:00 სთ-ზე დაიწყება.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „აპრილია“, „ჯორჯიან სიქსი“ და ჯგუფი „გუფილენდი“ მიიღებენ. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია დავით მაზანაშვილი ბენდთან ერთად, ხოლო წამყვანი, მსახიობი სალომე შარვაძე.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 09:00 საათიდან ფალიაშვილის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყება და ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა კულტურული, სპორტული თუ შემეცნებითი ღონისძიებით გაგრძელდება.





