სასწრაფოს ექიმებმა ქუთაისში უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

სასწრაფო დახმარების ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-7 ბრიგადამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე გადაარჩინა.
მისამართზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პანიკური მდგომარეობა დახვდა. მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად მყოფმა შუახნის ქალბატონმა სასწრაფოს ექიმებს აცნობა, რომ ოთახში ახალგაზრდა გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
.
“პარამედიკოსმა გიორგი მიმინოშვილმა ნახა, რომ პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა, რის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
ელექტროშოკისა და გულ- ფილტვის რეანიმაციასთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა მედიკამენტები და ჟანგბადი. მეოთხე ელექტროშოკის განხორციელების შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა.
პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც დღემდე ინტენსიურ განყოფილებაში ჰოპოკალემიის დიაგნოზით განაგრძობს მკურნალობას.
გვეამაყება:
პარამედიკოსი: გიორგი მიმინოშვილი
ექთანი: ნათია კეთილაძე-გეგუჩაძე
მძღოლი: მერაბ ფოცხორაია,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.