ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გარდაიცვალა
ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ბატონი ვლადიმერი იყო თავისი საქმის პროფესიონალი, სამსახურის ერთგული, კეთილი და ღირსეული ადამიანი.
ათეული წლების განმავლობაში პასუხისმგებლობით და პირნათლად ემსახურა საჯარო საქმეს, იგი უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა, როგორც თანამშრომლებს, ისე ხარაგაულელებს შორის.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ოჯახის, ახლობლების, კოლეგებისა და მეგობრებისთვის, ასევე მთელი ხარაგაულისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია თანაუგრძნობს და უსამძიმრებს ვლადიმერ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მარადისობას კიდევ ერთი გამორჩეული და ღირსეული ხარაგაულელი შეუერთდა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.





