რეკლამა

ვანში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მასალების დარიგება მიმდინარეობს

ვანში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მასალების დარიგება მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშენებლო მასალების დარიგებას ახორციელებს. ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზიანი 68 ოჯახს მიადგა: სახურავის გარეშე დარჩა და დაზიანდა როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი სახლები. 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 265 000 ლარი იქნა გამოყოფილი, რითაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 54 კუბური მეტრი  ხის მასალა და 8456 კვ მ. თუნუქი შეიძინა.  
   
მასალის დარიგება მოსახლეობისთვის სპეციალურად დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები