TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადდა.

რიონის სანაპიროზე დაგეგმილია შეიქმნას მრავალფუნქციური პარკი, რომელიც რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს გააერთიანებს.

ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, ასევე, მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, ადრევნები სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო გასართობი ზონები.

პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალური ჩარევით  საფეხმავლო და ველო ბილიკების შექმნას. სარეკრეაციო სივრცის  ტერიტორიაზე  უნდა მოეწყოს  თანამედროვე ავტოსადგომები,  ასევე, გარე განათების, სარწყავი, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და უსაფრთხოების სისტემები.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გაძლიერებას.

არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც  მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu