TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში მდებარე ასხის მთაზე გზის გაჭრა დაიწყო

ხონში მდებარე ასხის მთაზე გზის გაჭრა დაიწყო

ხონში მდებარე ასხის მთაზე გზის გაჭრა დაიწყო


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში, 2 200 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარე ასხის მთაზე გზის გაჭრის პროცესი მიმდინარეობს. 

 ასხის მთა უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა იმერეთში, 
რომელიც წარმოადგენს ალპურ ზონას საოცარი კლდეებით, მინდვრებითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. წლების განმავლობაში ეს სივრცე ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო, გზის არქონის გამო,  მხოლოდ იშვიათი ადამიანები თუ აღწევდნენ იქამდე.

“დღეს უკვე სულ სხვა სურათია: დაიწყო და მიმდინარეობს გზის გაჭრის პროცესი, რომლის შედეგიც თითოეულ ჩვენგანს თვალსაჩინოდ შეუძლია იხილოს. იქ, სადაც ოდესღაც მძიმე ტექნიკაც კი ვერ გადაადგილდებოდა, ახლა უკვე შესაძლებელია 2200 მეტრის სიმაღლეზე მანქანით ასვლა და იმ სივრცის ნახვა, სადაც მწყემსები საუკუნეების განმავლობაში ბინადრობდნენ და დღესაც აგრძელებენ თავიანთ ტრადიციას.

ჩვენი ეს ვიზიტი სწორედ ამას მოწმობს: ახალი გზა, მშრომელი ადამიანების დაუღალავი შრომა და ადგილობრივი მწყემსების გულთბილი მასპინძლობა… სულგუნით, ღვინით და ნატურალური კერძებით. მათ თვალებში იკითხებოდა სიხარული, იმედი და სიამაყე, რომ მათი მხარე ნელ-ნელა იძენს ახალ სიცოცხლეს და ახალ შესაძლებლობებს.

ეს მხოლოდ გზა არ არის. ეს არის ახალი ტურისტული მიმართულების დასაწყისი, რომელიც განავითარებს ასხის მთას… თავისი უნიკალური კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებითა და ალპური ხედებით ის იქცეს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად. 
ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს რეგიონში გაჩნდეს დამატებითი ეკონომიკური სარგებელი, განვითარდეს სოფლის ტურიზმი, ადგილობრივი წარმოება და ახალი სამუშაო ადგილები.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს-როგორც ადგილზე მომუშავე მშრომელებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც გულით შემოგვიერთდა, და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამ პროექტის დაწყება შეუძლებელი იქნებოდა.

მე მჯერა, რომ დროის მიმდინარეობასთან ერთად ყველა საკუთარი თვალით დავრწმუნდებით, რამდენად დიდი მნიშვნელობის საქმეა დაწყებული. ასხის გზა არის არა მხოლოდ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, არამედ მომავლის ინვესტიცია… ინვესტიცია იმაში, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ძლიერი.

ჩვენი ვალია, ერთად ვიზრუნოთ, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და ბოლომდე მივიდეს, რადგან ეს არის საქმე, რომელიც მომავალ თაობებს დარჩებათ,”-ამბობს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu