ქუთაისის მერიის ოფიციალური დელეგაცია, ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, საქმიანი ვიზიტით ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება, ტარტუს ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, მათ შორის, ტარტუს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ტარტუში იუნესკოს კოორდინატორთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობებს.
ტარტუ, ქუთაისის მსგავსად, იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსს ატარებს. შესაბამისად, მასპინძელმა მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტარტუს ოფიციალური დელეგაცია 2 მაისს, "ქუთაისობაზე" მოიწვია.