TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
ამბროლაურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ამბროლაურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერში 25 ძირი სოჭის ნერგი დაირგო.
გამწვანების სამუშაოებში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული,პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად ჩაერთო.
ბაჩანა ბრეგვაძის და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერში ასევე დამონტაჟდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, რომელთა საშუალებით ტერიტორია გაკონტროლდება.

















