TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციას სამუშაოებს იწყებს.

მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული  საჯარო ბიბლიოთეკა  ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ნაგებობაა. შენობა მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ ღირებულებას ატარებს , ის იმ ეპოქის ქალაქური განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.

ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu