TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში სააღდგომო ნობათების დარიგება დაიწყო
ვანში სააღდგომო ნობათების დარიგება დაიწყო
ვანის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათის გადაცემა მიმდინარეობს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
“ნობათი მიეწოდა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, რომლებიც დღის ბოლომდე უზრუნველყოფენ მის გადაცემას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.
სააღდგომო ნობათის დარიგება ყოველწლიურად გადაეცემა ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ,”-აცხადებენ ვანის მერიაში.





