რეკლამა

ლაჯანურის ხეობის უხუცეს კაცს 100 წელი შეუსრულდა

ლაჯანურის ხეობის უხუცეს კაცს 100 წელი შეუსრულდა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მცხოვრებ უხუცეს მამაკაცს- კოწია ხუბუკელაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს.

კოწია ხუბუკელაშვილი დაიბადა სოფელ ორბელში, მრავალშვილიან ოჯახში (6 და-ძმა). დღემდე დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობს, იგი ყველაზე უხუცესი ადამიანია მთელს ლაჯანურის ხეობაში. 

"სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირველ მოადგილესთან, ქრისტინა კობახიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ასწლოვანი მოხუცი პირადად მოინახულა, იუბილის აღსანიშნავად სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები