ქუთაისში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, დავით ხახალეიშვილი გაიხსენეს
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების “ ფილიალში - ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, დავით ხახალეიშვილი გაიხსენეს. ღონისძიება სპორტსმენის 55 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ოლიმპიური ჩემპიონის სპორტულ მიღწევებზე.
დავით ხახალეიშვილი 1971 წელს ქუთაისში დაიბადა. არის 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ასევე, მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი , ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს. დავით ხახალეიშილი 2021 წელს გარდაიცვალა.





