TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის ფეროში, რომელიც დროებით გაჩერდა, რემონტი დაიწყო

ზესტაფონის ფეროში, რომელიც დროებით გაჩერდა, რემონტი დაიწყო

ზესტაფონის ფეროში, რომელიც დროებით გაჩერდა, რემონტი დაიწყო

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმის პირობების შესახებ შეთანხმებას ყველა თანამშრომელმა მოაწერა ხელი-ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თავად ავრცელებს. 

“დროებითი მართვის რეჟიმის ეფექტურად გამოყენების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა თანამშრომლებში სოციალური პრიორიტეტების სიღრმისეული გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება, საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავების დროისთვის, თანამშრომლებს დავახვედროთ პირობები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ საჭიროებებსა და მოლოდინებს.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმის პარალელურად, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება.

აღნიშნულ პერიოდში დასრულდება ღუმელების მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები.

გარდა ამისა, სარემონტო სამუშაოები განხორციელდება გაზგამწმენდ ფილტრებზეც,”-აცხადებენ კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu