ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 117.097.80 ლარს შეადგენს.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას განცხადებით,
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო 2025 წელს, ქალაქის ისტორიული უბნის რებილიტაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს დახარჯავს. ქუთაისის ისტორიული უბნის პროექტის სამუშაოების მეორე ფაზა, გაპონოვის და ნიუპორტის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს მოიცავს. პრემიერ მინისტრის ინიციატივით ქალაქში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სრულად მოემსახურება სხვდასხვა სახის სპორტულ მიმართულებებს.