"ტორპედო" ახალი სეზონისთვის ანტალიაში მოემზადება

"ტორპედო" ახალი სეზონისთვის ანტალიაში მოემზადება


ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. 

"ტორპედო"-ს ინფორმაციით, კლუბი
15 იანვარს შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 20 იანვარს ანტალიაში (თურქეთი) პირველ შეკრებაზე გაემგზავრება, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

"30 იანვარს გუნდი საქართველოში დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

ახალწვეულებსა და მეორე შეკრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კლუბი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს,"-აცხადებენ "ტორპედო"-ში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები