TOPNEWS » მთავარი თემა » მეწყერი ონის სოფელში-მოსახლეობას გენერატორები დაურიგეს

მეწყერი ონის სოფელში-მოსახლეობას გენერატორები დაურიგეს

მეწყერი ონის სოფელში-მოსახლეობას გენერატორები დაურიგეს

ონის სოფელ ბაჯიხევის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც საავტომობილო გზა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ოპერატიულად იმუშავა ონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. კერძოდ, მათი თქმით, დაიწყო ალტერნატიული გზის შეკეთება და სოფელს დაურიგდა გენერატორები.

ამ დროისთვის სოფელ ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით ჩაწყვეტილია საავტომობილო გზის დაახლოებით 100 მეტრიანი მონაკვეთი, დაზიანებულია რკინა-ბეტონის საფარი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის ალტერნატიული შემოვლითი გზით. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება.  

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu