რეკლამა

თერჯოლის საკრებულოს დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს უპირისპირდებიან

თერჯოლის საკრებულოს დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს უპირისპირდებიან

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენების გამო, პასუხისმგებლობას მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აკისრებენ და თანამდებობის დატოვებას ურჩევენ თერჯოლის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრები. 
"დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.
ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების" ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.
იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას.
ქ. თერჯოლა. საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - კახა ბუცხრიკიძე და საკრებულოს ფრაქციის წევრები:
რამინი რობაქიძე
დავითი ცხადაძე
ნატალია ასათიანი
კობა კირკიტაძე
თამუნა ახვლედიანი
მერაბ ბასილაძე
ფრიდონ გვენეტაძე,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები