რეკლამა

კიდევ ერთი დიდი ადამიანი გვტოვებს-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

კიდევ ერთი დიდი ადამიანი გვტოვებს-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, თავდადება, პატრიოტიზმი, სიყვარული, კეთილშობილება და სითბო გარშემომყოფების მიმართ ეს ის თვისებებია, რომლებიც ნამდვილად გამოარჩევდა ქალბატონ ციური სიმსივეს მრავალთა შორის.

 ჯერ კიდევ მაშინ, მძიმე 90-იან წლებში, ურთულეს პერიოდსა და პირობებში, როდესაც არაერთმა ადამიანმა ზურგი აქცია თავის საქმეს და საკეთებელს, ქალბატონ ციური სიმსივეს არ მიუტოვებია საკუთარი საყვარელი საქმე და ერთგულად იდგა  ხალხისა და პროფესიის სადარაჯოზე. ურთულეს პირობებში, ყოველგვარი თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გარეშე, პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ აგრძელებდა მუშაობას ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში, მის მიერ ჩატარებულ და უზადოდ შესრულებულ, მაღალ ხარისხობრივ კვლევებს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და გაუმჯობესებული მათი ჯანმრთელობა. ქალბატონი ციური სიმსივე, დღემდე ხელმძღვანელობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას და მისი გამოცდილებით, მის მხარდამხარ მუშაობით, ცოდნის უანგარო გაზიარებით, მან არაერთი თაობა და პროფესიონალი აღუზარდა ქვეყანას. ქალბატონი ციურის სახელს უკავშირდება მიკრობიოლოგიურ კვლევებში დიდი მიღწევები რეგიონის მასშტაბით, მისი უშუალო პროფესიონალიზმის დამსახურება გახლავთ ისეთი იშვიათი შემთხვევების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, როგორიცაა მაგალითად ფარინგილაური ჯილეხის იდენტიფიკაცია დიფტერიაზე საეჭვო ნიმუშიდან. 

შეუფასებელია ქალბატონი ციური სიმსივეს ღვაწლი ლაბორატორიულ მედიცინაში და კონკრეტულად მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული მედიცინის პრაქტიკულ გამოყენებაში და განვითარებაში. შეუფასებელია მისი ღვაწლი ახალგაზრდა თაობის დახელოვნებასა და პროფესიონალებად აღზრდის საქმეში. 

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და კერძოდ, იმერეთის სამმართველო, მადლობას ვუხდით ღირსეულ პიროვნებას, ქალბატონ ციური სიმსივეს, ჩვენს გვერდით ერთგულებით გატარებული ათწლეულებისა და იმ მოგონებების, იმ გამოცდილებისათვის რომელიც დაგვიტოვა. 

სამწუხაროდ, კიდევ ერთი საინტერესო ისტორია დასრულდა, კიდევ ერთი დიდი ადამიანი გვტოვებს, მაგრამ გვიტოვებს დიდ სიყვარულს და მიზანს, რომ არასოდეს დავუშვათ ის პროფესიონალიზმის ალამი, რომელიც მან გადმოგვცა,"-წერს გოჩა გიორგიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები