ხარაგაულის მერმა დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას ოთარ ბანცაძე უხელმძღვანელებს.
"ეს არის აიპი, რომლიც ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდეა, შესაბამისად აქ დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა შრომითი რესურსის გამოყენებას სწორი მენეჯმენტი სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, ოთარ ბანცაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს ორგანიზაცია ერთ-ერთ წარმატებულ და გამორჩეულ სამსახურად აქციოს.
ვფიქრობთ, ადმინისტრირების კუთხით დაინერგოს ახალი პროგრამები, შემუშავდეს მუშაობის ახალი სტრატეგია, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი თავისი გამოცდილებით, თანამშრომლებთან ერთად კარგად გაართმევს თავს,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ოთარ ბანცაძე დღემდე ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. შეხვედრაზე, ხარაგაულის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ზაზა კაციტაძეს, რომელიც ამ დრომდე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
ზაზა კაციტაძე ახალი საკადრო ცვლილებების შემდეგ, დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.
ახალი დირექტორის წარდგენას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ოთარ ბანცაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება.