TOPNEWS » მთავარი თემა » გრიგოლ გეგელია: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 უკონკურენტოდ

გრიგოლ გეგელია: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 უკონკურენტოდ

გრიგოლ გეგელია: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 უკონკურენტოდ

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 კი, უკონკურენტოდ. 

მისი განმარტებით, ეს და კიდევ სხვა ასობით უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები მიუთითებს იმაზე, რომ "ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, კორუფციის შემზარავი მაგალითები არსებობს".

ეს განცხადება გრიგოლ გეგელიამ თანაგუნდელებთან ერთად თერჯოლაში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან ბრძოლაში არიან და არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მოსახლეობას, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu