TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება

ლენტეხში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება

ლენტეხში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება

7  აპრილიდან ლენტეხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსები) მუშაობა განახლდება.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები შემდეგი მიმართულებით ივლიან:
 
1. ორშაბათს და პარასკევს: ლაშხეთი-ჩოლური- ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი გამოვა სოფელ მელედან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს გავა 18:00 საათზე ლენტეხი- მელეს მიმართულებით.
 
2. ორშაბათს და ხუთშაბათს: ხელედი-ლენტეხი. დილის 08:30 საათიდან ხელედიდან ლენტეხის მიმართულებით, ხოლო საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი- ხელედის მიმართულებით.
 
3. სამშაბათს და პარასკევს: ცაგერი-ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი მოემსახურება მოქალაქეებს ცაგერიდან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი ცაგერის მიმართულებით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu