TOPNEWS » მთავარი თემა » “ქართულმა ოცნებამ” იმერეთში მერობის კანდიდატები დაასახელა
“ქართულმა ოცნებამ” იმერეთში მერობის კანდიდატები დაასახელა
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად კვლავ 9 მოქმედი მერი დაასახელა.
მერობის კანდიდატები შეიცვალა 3 მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ბაღდათსა და ზესტაფონში მერობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები-ნოდარ გიორგიძე და ვახტანგ ღამბაშიძე იბრძოლებენ.
ტყიბულში მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა დავით კუბლაშვილი წარადგინა, რომელიც “ქართული ოცნების” ტყიბულის რაიონულ ორგანიზაციაში საქმიანობდა.

















