ხონის მერი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
"ახალი სასწავლო წლის დაწყება ენერგიით ავსებს ჩვენს ქალაქს. დღეს სხვაგვარად ახმიანდა ხონი და აივსო ქუჩები დახატული გოგო - ბიჭებით.
ორას ორმოცდახუთმა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი. ვგრძნობ მათ გულისფეთქვას, მათ შიშნარევ სიხარულს, მინდა წარმატებული და ბედნიერი იყოს მათი სასკოლო წლები.
ვულოცავ ყველა მოსწავლეს, საუკეთესო შედეგებით დაგესრულებინოთ 2023-2024 სასწავლო წელი. ვულოცავ პედაგოგებს, ღირსეულად მიგეღოთ ყველა ცვლილება, გამოწვევა, სიახლე და თქვენეული შემართებით და ენთუზიაზმით გეღვაწოთ ჩვენი უკეთესი მომავლისათვის.
ვულოცავ ყველა მშობელს, სკოლის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ შეგაქვთ, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა ყველაზე ძვირფასი სამსახურია.
წარმატებული სასწავლო წელი ყოფილიყოს ყველა მანდატურისთვის, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალისთვის.
გისურვებთ ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგევლოთ ეს სასწავლო წელი!,"-ამბობს ლადო ჯურხაძე.