კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 13 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება გელათის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კადეტებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.
დღესვე, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მაღალპროფესიონალიზმისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის საშტატო იარაღით, მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, ასევე პირველი და მეორე ხარისხის მედლებით დაჯილდოვდენენ.
ლიცეუმი უკვე 13 წელია, სამხედრო-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს ქალაქ ქუთაისში, დაარსდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც 2014 წლიდან გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს.