ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაშუქებას. სააგენტო ამჯერად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია ბასილაძის ქონებრივ დეკლარაციას წარმოგიდგენთ.
გია ბასილაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 28 თებერვალს შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, გია ბასილაძე თერჯოლის სოფელ ჭოგნარში 1220 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მან ასევე მემკვიდრეობით მიიღო ქუთაისში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით.
დეკლარაციის მიხედვით, გია ბასილაძე, მისი მეუღლე ხათუნ ლილუაშვილი და შვილი მარიამ ბასილაძე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და წილებს საწარმოებში.