რეკლამა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დღეს, ი. აბაშიძის N10-ა ბინის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი საცხოვრებელი სახლის საძირკველში გრუნტის წყლის შედინება ხდება, რაც გარკვეულ საფრთხეს ქმნის, რადგან წყალი ძირითადად ლიფტის შახტაში გროვდება.

 "შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო საკრებულოს თავმჯდომარე. ირაკლი შენგელიას განმარტებით, სპეციალური სამსახურის მიერ, დღესვე მოხდება შახტიდან წყლის ამოტუმბვა, ასევე დაიდგმება ტუმბო, რომელიც სისტემატიურად მოახდენს გრუნტის წყლის ამოტუმბვას,"-ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები